ყოფილი ელჩი მამუკა გამყრელიძე გაზეთ “ახალ თაობასთან” “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ განხეთქილებაზე საუბრობს. ის როცა ერთ-ერთ კითხვაზე პასუხობდა, კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ფიგურაზე გააკეთა.
„მიხეილ სააკაშვილი ის პიროვნება არ არის, რომლის ჩაჩოჩებაც შეიძლება“ – აცხადებს გამყრელიძე. მისი თქმით, განდგომილებმა ისევ დაიწყეს სააკაშვილის ნავში გადახტომა.
„მიხეილ სააკაშვილი ის პიროვნება არ არის, რომლის ჩაჩოჩებაც შეიძლება. მიხეილ სააკაშვილი უნდა მოიცილო მთლიანად თავიდან. მას ვერ ჩააჩოჩებ, გამორიცხულია. ის უაღრესად ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, დაემთხვა იმ ჯგუფის ინტერესები, რომელმაც იფიქრა, რომ შესაძლებელი იქნებოდა სააკაშვილის გადანაცვლება სადმე სხვაგან და მეორე მხრივ ივანიშვილის, რომელსაც ჭირის დღესავით ეზიზღება სააკაშვილი და უნდა, რომ მაქსიმალურად დაასუსტოს“ – აცხადებს გამყრელიძე.