ერთ-ერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვებს შორის შესაძლო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს :
“სააღმზრდელო დაწესებულებაში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 9 მოზარდი ცხოვრობს, რომლებთანაც მუშაობს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. სავარაუდო მოძალადე უკვე გაყვანილია დაწესებულებიდან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო თანამშრომლობენ შსს-სთან და ელოდება გამოძიების დასრულებას.
ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სამინისტრო დააყენებს შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის საკითხს.
იმის გამო, რომ თემა საკმაოდ მძიმე და სენსიტიურია, გვინდა, მოვუწოდოთ აზოგადოებას: ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე და მათი დაცვის მიზნით – არ მოახდინონ სააღმზრდელო დაწესებულების და შესაბამისად, ბავშვების იდენტიფიცირება. სახელმწიფო უწყებები მზად არიან, გამოძიების დასრულების შემდეგ დაინტერესებულ პირებს მიაწოდონ სრული ინფორმაცია როგორც თავად ფაქტის შესახებ, ასევე იმ ნაბიჯებზე, რომელიც გამოძიების დასკვნის შემდგომ განხორციელდება”,-ნათქვამია განცხადებაში.