საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა. სინოდის წვერები წინასწარი ინფორმაციით, შიდა პრობლემებზე, მათ შორის პატრიარქისთვის დაცვის მოხსნის საკითხზე მსჯელობდნენ. ერთ-ერთი თემა ასევე დაუდასტურებელი ცნობით, პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს შეეხებოდა.
„ქალბატონი შორენას საქმიანობაში მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ და ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული თუ რაიმე პრობლემაა ან არ არის პრობლემა, რა თქმა უმაღლესი იარარქებისგან, ჩვენ აქ არაფერში არ ჩავერევით.
დაცვის სამსახურს რაც შეეხება, ეს გახლავთ შიდა სტრუქტურული სამსახური, რომელზეც გადაწყვეტილებას მიიღებს თვითონ პატრიარქი. ასე რომ ეს პრობლემა არ არის საჯარო და საზოგადო პრობლემა. ჩათვალეთ, რომ სამსახურში შიგნით რაღაც მოხდა და ამ პრობლემას დაალაგებენ შიგნითვე. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ეს განსახილველი თემაც არ არის,“-განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელმა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.
პატრიარქის დაცვის სამსახურის წარმომადგენელი დღეს საპატრიარქოში არ გამოჩენილა.