ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ექვსი თვეა ციხეში ვზივართ და იქამდე მივიდა საქმე, რომ დედაჩემი საავადმყოფოში მოხვდა“

„მე და დედაჩემი ვართ უდანაშაულოები, სანამ სასამართლო არ გამოგვიტანს განაჩენს,“-ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში ცენტრ-პოინტის საქმეზე (ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდი) ბრალდებულმა გუკა რჩეულიშვილმა განაცხადა:

„იურისპრუდენციასთან  ბავშვობიდან მაქვს შეხება და მასში არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია. მე და დედაჩემი ვართ უდანაშაულოები, სანამ სასამართლო არ გამოგვიტანს განაჩენს. ექვსი  თვეა ციხეში ვზივართ ბრალდების ვარაუდის გამო და იქამდე მივიდა საქმე, რომ დედაჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში მოხვდა. თქვენ პირველად იხილავთ ჩვენს აღკვეთის ღონისძიებას, იმედია გამოიჩენთ სიმტკიცეს და დააკმაყოფილებთ ჩვენთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობას.“-განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა.

გუკა რჩეულიშვილის ადვოკატმა შუამდგომლობად გირაო,  ას ორმოცდაათი ათასი ლარის ოდენობით  დააყენა.

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებულები არიან  მაია რჩეულიშვილი და  გუკა რჩეულიშვილი. ირაკლი მინდელი წინა სხდომაზე გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს.

ნინი ცხადაია

იტვირთბა....