ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ე.წ. ოდეკოლონის დალევით გარდაცვლილთა რიცხვმა რუსეთში 60-ს მიაღწია

 

აბაზანისთვის განკუთვნილი პარფიუმერული სითხით მოწამლვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ირკუტსკის ოლქში  60-მდე გაიზარდა. პოლიციამ საქმესთან დაკავშირებით 11 ადამიანი დააკავა.

საავადმყოფოში რჩება 40-მდე ადამიანი, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ მოწამლულებმა პარფიუმერული კონცენტრატი სახელწოდებით “ბოიარიშნიკი” დალიეს. სითხის შემადგენლობაში მეთილის სპირტი აღმოჩნდა.

 

 

იტვირთბა....