ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბერლინის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

 

ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც BBC წერს, დაჯგუფებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმა, რომლის დროსაც 12 ადამიანი დაიღუპა, მათმა ერთ-ერთმა მებრძოლმა განახორციელა.

შეგახსენებთ, ბერლინის ცენტრში სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შევარდა. დაიღუპა 12 ადამიანი. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

BBC-ის ინფორმაციით, სამართალდამცავები ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ.

იტვირთბა....