ციმბირის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ირკუტსკში სააბაზანო ხსნარის (ე.წ. ოდოკოლონის) დალევის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, კუნელის სურნელის სითხე მომხმარებლებმა იმიტომ შეიძინეს, რომ ის სპირტიან სასმელად ჩათვალეს. არიან მოწამლულებიც, რომლებიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. პოლიციას მაღაზიებიდან პროდუქტი გააქვს.
გამომძიებლების თქმით, ბოთლზე იყო ნიშანი, რომ მისი დალევა არ შეიძლებოდა, თუმცა მომხმარებლებმა ამას ყურადღება არ მიაქციეს.
პროდუქტის სახელია ბოიერეშნიკი (Boyaryshnik), რომელიც აღმოჩნდა, რომ შეიცავს მეთანოლს. ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, პოლიციამ კი პროდუქტის მწარმოებლები დააპატიმრა.
რუსული მედიის ცნობით, დაღუპულები 35-დან 50 წლამდე ღარიბი ადამიანები იყვნენ და ისინი აღნიშნულ სითხეს ცალ-ცალკე სვამდნენ.
BBC წერს, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში მილიონობით ადამიანი აღნიშნულ სითხეს მიიჩნევდა ალკოჰოლის იაფიან შემცვლელად და მიირთმევდა. იმის მიუხედავად, რომ ალკოჰოლით გამოწვეული სიკვდილიანობა გავრცელებული იყო, ეს შემთხვევა წლის ყველაზე ტრაგიკული შემთხვევად შერაცხეს. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა შემთხვევა „საშინელ ტრაგედიად“ შეაფასა. პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მსგავსი ნივთიერებები უნდა აკრძალოს. „ეს აღმაშფოთებელია და ბოლო უნდა მოეღოს“- აღნიშნა მან ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში.