მე მაქვს პატარა კომპანია, ჩემი კომპანია “აწარმოებს” პროდუქტს (რომელიც რეალურად არის სერვისი) და ყიდის ლოკალურ ბაზარზე, ხანდახან უშვებს ექსპორტზეც (კვირაში 1-2-ჯერ მოდიან სტუმრები, მიდიან “ბუტკაში” – იხდიან დოლარებს, ითხოვენ ლარები მოგვეცითო, მოაქვთ ლარები ჩვენთან – იღებენ სერვისს)
ამ ჩემი “პროდუქტის” საწარმოებლად მე ვიძენ მისი საბოლოო ფასის დაახლოებით 20-30% ღირებულების “ნედლეულს” და ვიხდი USD დოლარებში საზღვარგარეთ
დანარჩენი არის:
გადასახადები(20% დაახლ.)
ხელფასები (25% დაახლ.)
ქირა (საშუალოდ კარგი თვისას საერთო ჯამში 20% დაახლოებით)
დარჩენილი ე.წ. მოგება არის 5-15% და ამ ეტაპზე მხოლოდ ე.წ.-ა ეს მოგება იმიტომ რომ მიდის განვითარებაზე, ანუ იმაზე რასაც ფინანსისტები “აქტივების ზრდას” ეძახიან, რომელიც იდეაში უფრო “ასტაბილურებს” ბიზნესის მუშაობას და მომავალში უნდა მოგვცეს საშუალება ის 5-15% მოგებად დარჩეს უკვე და ეს ყველაფერი უბრალოდ ბიზნესობანას თამაში კი არ იყოს – შემოსავლის წყარო იყოს იმისთვის ვინც ამაში ფული, ცოდნა, დრო და ენერგია ჩადო.
და აი, სად “ენძრევა” ლარს – ვინაიდან მე ვმუშაობ ლოკალურ ბაზარზე, და თან მაქვს რაღაც რაოდენობა დოლარის საჭიროება, “ნედლეულის” შესაძენად – მე მივდივარ “ბუტკაში”, ბანკთან, მიმაქვს ლარები და ვეუბნები მომეცი დოლარი – უნდა ვიყიდო რაღაც საზღვარგარეთ თქო…
სად უნდა იშოვოს ბანკმა დოლარი?
2 ძირითადი გზა არსებობს:
1 – თუ მანამდე ბანკში მივიდა ვინმე, მიიტანა დოლარი და უთხრა ლარი მომეციო და აქვს ამიტომ დოლარების მარაგი
2- იყიდოს დოლარი მთავრობისგან
პირველი ხდება როცა:
ა) ტურისტი ცვლის ფულს, იმიტო რო ჩამოვიდა და ლარი სჭირდება სახარჯად
ბ) ლოკალური ექსპორტიორი კომპანია – ყიდის საზღვარგარეთ რაღაცას დოლარში(მაგ. ბორჯომს, ღვინოს ან პროგრამულ უზრუნველყოფას) – მერე მიდის ბანკში და თანამშრომლებს რო ხელფასები გადაუხადოს, ან გლეხს ნედლეულის ფული – მოაქვს ბანკისთვის დოლარები და ეუბნება ლარები მინდაო
გ) მოდის ინვესტორი ქვეყანაში – მოაქვს დოლარები და აქ უნდა რამე ბიზნესი დაიწყოს/ააშენოს, პროცესში კი ლოკალურ გარემოში სამოქმედოდ სჭირდება ლარები(ხელფასები, ადგილობრივი მასალები, დაკვეთები, რეკლამა და ა.შ.) – და დოლარს ახურდავებს ლარად
ამ გზით ბანკს უგროვდება საკუთარი დოლარი
მერე ყველა ბანკს აქვს თავისი გათვლითი ბრუნვა და თუ დოლარი ზედმეტი აქ – და ანუ ლარი შემოაკლდა – მიდის მთავრობასთან და ეუბნება – აი დოლარები აღარ მინდა, და ლარები მჭირდება – მომყიდე ლარი თორე მითავდებაო, მთავრობა კი ყველაზე ვაჭარია ამ შემთხვევაში და ეუბნება რახან გჭირდება ლარი – გაძვირდა ძმაო, მეტი დოლარი მომეცი და ნაკლებ ლარს მოგცემო (ასე “მყარდება” ლარი)
ხოლო როცა ბანკს დოლარი არ აქვს – ბანკი მიდის მთავრობასთან და ეტყვის: აღარ მაქვს დოლარები, ხალხი მთხოვს – აგერ შენი დაბეჭილი ნახატებიანი ფურცელი სახელად “ლარი” და მომყიდე ამაში დოლარებიო, და რაც უფრო მეტ ბანკს, მეტჯერ და მეტი დოლარი უნდათ და მოაქვთ “მეშოკებით” ფარატინა ლარები – უფრო იაფდება ლარი იმიტომ რომ მთავრობას არ უნდა “იაფად” გაატანოს დოლარები ბანკებს
და აი რატომ არ უნდა:
საიდან უნდა იშოვოს მთავრობამ დოლარი?
საზღვარს იქეთ ვერ მისცემ შენ ვერავის ლარს – აი შენ ეს ფერადი ფურცელი, ეს ამდენ და ამდენ დოლარს უდრისო, იმათთვის მაგის ფასი ნულია.
მთავრობა დოლარს შოულობს, ან გადასახადების სახით, მაგალითად როგორც წილი ყველანაირ საერთაშორისო ოპერაციებზე, ან “ბაჟის” სახით რაიმე ფიზიკური ტვირთების მოძრაობაზე (გინდა იმპორტისას, გინდა ტრანზიტისას), მოკლედ შუამავლობისთვის ვირტუალურად, ან ფიზიკურად. ან უბრალოდ სესხულობს და ეხვევა პროცენტიან ვალებში უცხო ბანკების მიმართ (ვიმეორებ – მთავრობა ეხვევა) და მერე ხალხის გადასახდელია ის ვალები და რაც მეტს იღებს – უარესი სახელი აქ და უარეს პროცენტში აძლევენ და ეს კიდევ უფრო “აძვირებს” დოლარის ფასს მთავრობისთვის და შედეგად ის კიდევ უფრო ძვირად მიჰყიდის დოლარს ქვეყნის შიგნით ბანკებს – ანუ დოლარის კურსი კიდევ უფრო აიწევს…
ნებისმიერ შემთხვევაში მთავრობას დოლარი “უჭირს”, ჩანაფიქრში იმ ქვეყნებშიც უჭირს, სადაც არადა ექსპორტი უზარმაზარია და ქვეყანას რეალურად დოლარი თავზე აყრია, ბანკებს ანუ მაგრამ თან, რო დავუბრუნდეთ ჩემს საკუთარ თავს, მე პირადად ვერაფრით ვეხმარები – მე ვაწარმოებ სერვისს ლოკალურ ბაზარზე და მაქვს ნაწილი “ნედლეულისა” რომელიც შემომაქვს საზღვარგარეთიდან – დოლარებში, რა დროსაც ვმონაწილეობ ლარის გაუფასურების ჯაჭვში და ერთადერთი გზა ქვეყანამ აანაზღაუროს ჩემს მიერ ჩადენილი გაუფასურება – არის ის რომ სადმე სხვა სფეროში პირიქით – ქვეყანა უფრო მეტს ყიდდეს დოლარზე, ვიდრე ყიდულობს – და მერე ჭიდაობაა, ვინ გადაძალავს, მე – თუ ტურისტები/ინვესტიციები/ექსპორტზე წარმოება, მაგრამ მთელი “ვანდალიზმი” და აღვირახსნილი სექსი ლარის წინააღმდეგ ხდება იცით სად? – საცობებში დგომისას თბილისის ქუჩებში…
ყველა მანქანა რომელიც წვავს ბენზინს – წვავს საზღვარგარეთ დოლარზე ნაყიდ ბენზინს, მაგრამ აქ ლოკალურად ჩვენ ვიხდით ლარს, მერე ბენზო კომპანია გარბის ბანკში – მიაქვს მილიარდი ფერადი ფურცლები, ლარები და ბანკს ეხვეწება მომეცი დოლარი რომ ვიყიდო ბენზინი კიდევო…
ბანკს სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში არ აქვს დოლარის იმხელა შემოსავალი რომ თავის ჯიბიდან მისცეს “კარგი საქმით” შემოსული დოლარი, ამიტომ გარბის მთავრობასთან:
– მომყიდე დოლარებიო
– მთავრობა ეუბნება სად გიშოვო დოლარებიო არაფერს არ ვაწარმოებთ ქვეყანა მაგდენს რასაც ხალხი ბენზინს წვავს ტყუილად კატაობაშიო
– ბანკი ეუბნება რამდენი ეს შენი დაბეჭდილი ლარიც გინდა იმდენი წაიღე – დოლარი “მიჩალიჩეო”
მთავრობაც აძლევს დოლარს “არაფრის მაქნია” მელნის ფასის მქონე ფურცელში ბანკს, და ხან ეს დოლარი ნასესხები აქ, ხან “ბაქო-ჯეიჰანმა” დატოვა, მარა მთვრობას თავზე აყრია ეხლა ლარი და რა უყოს არ იცის, მითუმეტეს რო იქეთ თვეში ბანკი არ მოვა და უცებ არ თხოვს ვაიმე ლარები გამითავდა და მომყიდეო – ნწუ, ისევ დოლარები ენდომება
ამიტომ ლარი არის “შეტენვაზე” და დოლარი “წაგლეჯვაზე” – და ლარი კიდევ უფრო უფასურდება, და არანაირი ხელოვნური ერთჯერადი ტ…ის თამაში – არ უშველის ამას, იმიტომ რომ ლარი – ასახავს ჩვენს ეკონომიკას, და ეკონომიკა სასქესო ორგანო არ არის – უცებ არ დგება და უცებ არ ვარდება, ბოლო ბევრი წელია რომ ინგრევა ეკონომიკა აგურ-აგურ – ლარის კურსი არის მაგისი ფოტო სურათი პირდაპირ.
gif-ად გააკეთეთ ლარის კურსის ზრდა რომელიმე ჯიხურზე და ჩვენი ეკონომიკის დედის…ის gif იქნება ეგ გიფი…
არანაირი ჩვენი სესხები, და მათი გადალარება, არ დაფარავს იმ თანხებს რომელსაც ჩვენ ვხარჯავთ უცხოეთიდან ბენზინის, სხვა ენერგო მატარებლების, ტექნიკის, საჭმლის, ტანსაცმლის და ა.შ. შემოტანაზე… და შესაბამისად არაფერი არ უშველის ლარს
ჩემ თავზე, როგორც რიგით ბიზნესზე, რომ გადმოვერთო – შედეგად ის ნედლეული, USD-ში რასაც ვყიდულობ, მე უკვე გამიძვირდა ლარის გაუფასურების გამო 20%-ით, რაც იმას ნიშნავს რომ ის ჩემი ბრუნვის 5-15% -იც “გაქრა”, ანუ მოკვდა ჩემი აქტივების ზრდაც და ფინანსური ინტერესიც შორეულ მომავალში
ამასთან ერთად რაც უფრო იაფდება ლარი, უფრო აღარ უნდა ხალხს დახარჯვა, რაც უფრო არ ხარჯავს – უფრო ერხევა კომპანიას და დაბალი ბრუნვის გამო ზოგი ხარჯი პროცენტულად იზრდება
გავაძვირებ სერვისს და კიდე უფრო აღარ მოუნდება ხალხს ფულის დახარჯვა – არ გავაძვირებ და ამ წამს 0-ზე ვარ და მალე იქეთ მექნება მისატანი ფული როცა დ.ღ.გ.-ს გადამხდელობა შემეტენება, რომ როგორმე 15-მა დასაქმებულმა ადამიანმა იმუშაოს.
და რას ველოდები სიმართლე ითქვას არ ვიცი, რო “სიტუაცია გამოსწორდება”? – არ ჩანს ჰორიზონტზე… გაძვირებაც გამორიცხულია, ისედაც ამდენი წელი არ ვხსნიდით მსგავს კომპანიას არავინ ვისაც შეგვეძლო – იმიტო რო გვესმოდა რო არარენტაბელურია, და კონკრეტულ დროს და ადგილას რენტაბელურობის ზღვარზე აღმოჩნდა კარად “მორტყმული” გარემოებების გამო და ხალხი მაინც წუწუნებს ფასზე…
ამას ყველაფერს კი ჰქვია ის რასაც პოლიტიკოსები დიდაქტიკურად “არა სარფიან საინვესტიციო გარემოს” უწოდებენ – ანუ მე თუ კიდევ ჩამივარდება 1 მანქანის ფული ხელში, იმის მაგიერ ბიზნესი დავიწყო – დავიკიდებ და მუთაქაში შემოვდებ, ან უცხოეთში დავაინვესტირებ რამეში
ეს კი – კიდევ უფრო გააუარესებს ქვეყნის ეკონომიკას და “ლარს” კი არ დაერხევა, ლარი უბრალოდ ფოტო-სურათია ეკონომიკის, ეკონომიკას ერხევა და რაც უფრო ერხევა ეკონომიკას – უფრო ჩქარდება დარხევა თან
წინა თვეში, ფინანსთა სამინსტროდან მეგობარმა მომწერა ლარის “ვარდნამდე” 5 დღით ადრე, შენ როგორც მოქალაქეს – რაზე გენდომებოდა ფინანსთა მინისტრს ესაუბრაო?
რაზეც მე მივუგე, რომ მინდა გამოვიდეს და თქვას, ქვეყანა მზად არის იზარალოს, ბანკები-ც ძალიან აზარალოს, მაგრამ ერთი 10-20 წლით აუქმებს ლარს და ბრუნვაში იქნება მხოლოდ დოლარი თქო…
ეს მოკლავს ვალუტის გაცვლის სფეროს, და საკმაოდ დააზარალებს ბიუჯეტსაც, მაგრამ სამაგიეროდ უბრალო მოკვდავ კომპანიებზე და მოქალაქეებზე აღარ გადაივლის, იქნება დოლარი და ყველაფერს დიდწილად მუდმივი ფასი ექნება.
ზოგადად არ არის ეს ლამაზი საქციელი – თუ არსებობს ფულის შოვნის საშუალება, ფული უნდა იშოვებოდეს – მათ შორის ვალუტაზე სპეკულაციებში, მარა ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყანა მაგ “თამაშში” ძაან წამგებიანი კარტებით არის შესული და სულ გაიხიშტება სანამ ექსპორტი არ დაჯაბნის იმპორტს, მაგრამ მაგ ყველაფერს ფინანსთა მინისტრი არ იტყვის, და ყველაფერი სხვა პოპულიზმი მკიდია თქო.
4 დღეში ლარი გავარდა, და მერე დაიწყეს “ცირკაჩობა” სესხების გადა-ლარებით, არადა მათ ხო ყველაზე კარგად იციან როგორი ერთჯერადი მიზერია ეგ არა? – “აბა შეგვჭამს ხალხი, რამე ხო უნდა ვაჩვენოთ რომ ვშვებით” ამბობდნენ ალბათ და იცინოდნენ, ისტერიკისგან – იმიტომ რომ იციან, ასე 1 ხელის მოსმით არაფერს არ ეშველება და იმხელა კომპლექსური რამეა ეკონომიკა, ფინანსთა მინისტრი რას უშველის… მარტო შედეგებს იმკის და ხელი ეხოცება.
ჰოდა, არსებობს 2 გზა, როგორ გავზარდოთ 1 სულ მოსახლეზე მოსული ელექტროენერგიის რაოდენობა. ერთი არის ავაშენოთ ახალი ელ.სადგურები, მეორე – დავხოცოთ მოსახლეობა…
ჰოდა, თუ გინდათ ლარის გადარჩენა – შეეცადეთ ნაკლები მოიხმაროთ ის რაშიც გადახდილია დოლარი, თქვენ კი იხდით ლარს – განსაკუთრებით ცუდია “მზა” პროდუქტი, რომელიც დოლარზეა ნაყიდი, ანუ მე “ნედლეულში” ვიხდი 20-30%-ს მაგრამ როცა თქვენ ტანსაცმელს ყიდულობთ დავუშვათ იქ ფასის 70-80% დოლარში მიდის მწარმოებელ ქვეყანაში…
იარეთ საზ.ტრანსპორტით, ან ფეხით (ვიცი, რავარია – ზამთარში, სიცივეში…)
შეიძინეთ ადგილობრივი პროდუქტი (ეს გაკეთებადია, მაქსიმალურად მაგრამ იმდენი პროდუქტიც არ გვაქვს, ნაირსახეობების მხრივ).
შედეგად ცუდი დღე დაადგება კომპანიებს, რომლებიც იმპორტს ეწევიან, ფულს ვეღარ ატრიალებენ – ნაკლებ გადასახადებს გადაიხდიან, ძირითადად ყველაფერი მაინც ვალში აქვთ ნაყიდი და ფული აწი უნდა ამოიღონ და დაუბრუნონ და მოკლედ, მაინც დაერხევა ქვეყნის ეკონომიკას მარა უფრო ნელა…
იმას ვიძახი რომ საშველი არ არის, მეც გავქაჩავ სადამდეც გავქაჩავ და ქვეყანაც ასე იჯახირებს სადამდეც იჯახირებს, მარა საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ გაფეტიშებული მოქალაქეებისგან შემდეგარი-არ შემდგარი ქვეყანა, რომელიც მუდმივად კოლაფსიდან არც ისე შორს არის – იმიტომ რომ ჩვენს ირაციონალურ მატრაკვეცულ ფულის ხარჯვის ოდენობის ნაწარმს არ გამოვიმუშვებთ, იმ მანქანის “საარსებო წყაროს” იმპორტზე დახარჯულ ფულის წონა “ექსპორტს” არ გამოვიმუშვებთ და მანდ მთავრდება ყველაფერი. იმისთვის რომ გადავრჩენილიყავით – უნდა ვყოფილიყავით მეთოდურები, რაციონალურები, ხელმომჭირნეები, ჩვენ კიდე ვართ მატრაკვეცები, მარიაჟები და ეგოისტები…
აბა რა ვქნათ? – ასეთ დროს გადარჩენის ერთადერთი წყარო არის რაც შეიძლება ახლოს მიეწეპო დოლარის “მწარმოებელს”(რო ალაგ ალაგ შედარებით იაფად მოგცენ დოლარი) და ეცადო რაც შეიძლება დიდხანს გადარჩე – იქნებ ამასობაში ქვეყანამ აღმოაჩინოს რა გაიტანოს ექსპორტზე, ანუ გზადაგზა გაყიდო “ქვეყანა” – იმ იმედით რო ხალხსაც რო გაუჭირდება საკმარისად – შეეშვებიან ფულის ხარჯვას ფუფუნებაში რომელსაც არ იმსახურებენ (თაობებიც შეიცვლება და მარიაჟობას დახამებული ხალხის პროცენტი მოიკლებს) და პარალელურად ქვეყანა მიაგნებს სფეროებს, რომლებსაც დააექსპორტებს, და იმედია მანამ სანამ მთელ მიწას გაყიდი – დადგება ბალანსის მომენტი, როცა ქვეყანას ექნება მეტი ექსპორტი, ვიდრე იმპორტი (ამ ამბავში ბენზინის გაძვირება და ელ. მანქანებზე გადასვლაც ძაან გვიშველიდა) – და მერე ნელ-ნელა ალბათ, იმედია, გამოისყიდი საკუთარ მიწას და დადგები 2 ფეხზე. ან, არადა უბრალოდ ნელა გადაიჩეხები – სწრაფად გადაჩეხვის ნაცვლად. რა არის გადაჩეხვა? – ქვეყნის ბანკროტი, გადატრიალებები, ომები, დაშლა პატარა შემადგენელ ნაწილებად, რომლებიც მერე ცალ-ცალკე იგივე გზას გაივლიან სრულ ბანკროტამდე, გზადაგზა კიდევ მუდმივი ომები ერთმანეთში და საგიჟეთი, რეალურად კი შთანთქმულობა სხვა დიდი სუბიექტების მიერ, რომლებსაც ან უფრო ხანგრძლივი “ნახევარ დაშლის პერიოდი” აქვთ – იმიტომ რომ იმპორტ/ექსპორტის დეფიციტი ისე ძაან არ ეტყობათ, ან რომლებიც ფეხზე ისე კარგად დგანან რო მათ ვერ დააქცევ მიწეპებით…
წყარო: cyborg.ge