საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბერლინში საშობაო ბაზარზე მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს:
„მინდა გამოვხატო ღრმა მწუხარება ქალაქ ბერლინში საშობაო ბაზარზე დატრიალებული ტრაგედიის გამო.
ვუთანაგრძნობთ და გვერდში ვუდგავართ დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს“,-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანი გარდაიცვალა. დაშავებულია 50 ადამიანი.
უცხოურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ გადაუარა საშობაო ჯიხურს სატვირთო ავტომანქანამ, რომელიც ზოოპარკთან მდებარეობდა.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სავარაუდო დამნაშავე, რომელიც ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანით შევარდა, დაკავებულია.