თურქეთის ქალაქ კაისერში აფეთქება მოხდა. უნივერსიტეტის ახლოს დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რომელმაც ჯარისკაცებით სავსე ავტობუსი დააზიანა. BBC–ის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 13 ჯარისკაცი დაიღუპა, 48-ზე მეტი სამხედრო პირი კი დაიჭრა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.