ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

როგორ იმუშავებს ელექტრონული პოლიცია : დეტალები შს მინისტრის მოადგილისგან

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ელექტრონული პოლიციის სისტემის მუშაობის სპეციფიკა გააცნო. საპილოტე პროექტი, ამ ეტაპისთვის, მხოლოდ თბილისში (დიდუბის რაიონში), გორსა და რუსთავშია ამოქმედებული და მისი საშუალებით, დანაშაულის შემთხვევები და სხვადასხვა ინცინდენტი აღიწერება, გარდა ამისა, შესაძლებელი ხდება იმის გარკვევა, რა რეაგირება მოახდინა პოლიციამ კონკრეტულ ფაქტზე.

ხუციშვილის თქმით, ელექტრონული პოლიციის სისტემა 2018 წლიდან სრულად დაინერგება.

შს მინისტრის მოადგილემ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ანაშაულის სტატისტიკის აღრიცხვასა და მის წარმოებასთან, ასევე უწყების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს არანაირი ტექნიკური საშუალება არ აქვს სტატისტიკის შესაცვლელად ან გასაყალბებლად, ვინაიდან ყველაფერი პროგრამულად მუშავდება.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, 2010 წლის მემორანდუმის მიხედვით, სტატისტიკის წარმოებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროა პასუხისმგებელი, ხოლო, პროგრამულად, მას იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი უზრუნველყოფს.

რაც შსს-ს სტატისტიკის გამოქვეყნების საკითხს, როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვიურ ანგარიშს უგზავნის საქსტატს, ხოლო ისინი კვარტალურად აქვეყნებენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, უწყება ჩამოყალიბდება სტატისტიკის გამოქვეყნების საკითხზე და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, ვისი პასუხისმგებლობა იქნება მისი გამოქვეყნება – ისევ საქსტატის თუ შინაგან საქმეთა სამინისტროსი.

1tv.ge

იტვირთბა....