მრავალსართულიანი პარკინგების მოწყობა კერძო ინვესტორების მიერ 2017 წელს დაიწყება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ გადაცემა ”360 გრადუსში” განაცხადა:
”თბილისში რეგიტრირებულია 500 ათასამდე მანქანა. გვაქვს დაახლოებით 40-ათასი საპარკინგე ადგილი. ჩვენ გვაქვს მრავალსართულიანი პარკინგების მოწყობის გეგმა, რაც დაახლოებით 10 ლოკაციაზე უნდა გაკეთდეს. ამას მალე გამოვაცხადებთ. 2017 წელს დაიწყება კერძო ინვესტორების მხრიდან მრავალსართულიანი პარკინგების მოწყობა, გარკვეული ლოკაციების გადაცემის სანაცვლოდ”, – განაცხადა ლექვინაძემ გადაცემა ”360 გრადუსში”.