ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

აკა სინჯიკაშვილი: მე და მედიცინაში მომზადებული 20 ადამიანი მზად ვართ წავიდეთ ალეპოში!

 

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სოციალური მედიის მენეჯერი, აკა სინჯიკაშვილი ალეპოში წასვლისა და დახმარების სურვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

 

“დაუფიქრებლად, გაუაზრებლად, მოუმზადებლად უსაფუძვლოდ და სულელურად არ ვამბობ!

სახელმწიფო თუკი გადაწყვეტს რომ ჩვენი ქვეყანა უნდა ჩაერთოს ამ საშინელებაში და ნებას დაგვრთავს. 20 მედიცინაში გამოცდილი ადამიანი არსებობს, ვინც ჩემთან ერთად ალეპოში წავა და დახმარებას გაუწევს ამ გამწარებულ ხალხს. თუ ვინმეს შეგიძლიათ მოგვეცით უფლება. თავის მოსაწონებლად და უთავოდ არ ვამბობთ, დარწმუნებულები ვართ ყველა! ფიზიკურადაც და მორალურადაც მზად ვართ! დიდხანს ვილაპარაკეთ და არცერთი არ გადავთქვამთ! ყველას მაგივრად გვრცხვენია, ვინც ამ სიდამპლეში მონაწილეობა მიიღო. გვითხარით და მეორე დღესვე მზად ვიქნებით! თხოვნაა ეს! ჩვენი, 21 ადამიანის თხოვნა!”,- წერს სინჯიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილს ამბოხებულები ოთხი წლის განმავლობაში აკონტროლებდნენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს რაიონები სამთავრობო ძალებს ალყაში ჰქონდათ მოქცეული. ბოლო რამდენიმე კვირაა ბაშარ ასადის ჯარი რუსული ავიაციის მხარდაჭერით ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილზე ინტენსიურ შეტევას ახორციელებდა, რომლის დროსაც, უფლებადამცველების ინფორმაციით, ასობით მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა, მათ შორის, ათობით ბავშვი.

ალეპოდან აჯანყებულებისა და მშვიდობიანი მცხოვრებლების ევაკუაცია გრძელდება.

გაერო-ს შეფასებით, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილიდან გაყვანას დაახლოებით 50 ათასი ადამიანი ელოდება.

იტვირთბა....