ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა არის ტექნიკური მთავრობა და რამდენად რელიზებადია საქართველოში? – პოლიტოლოგი “მეტრონომთან” დეტალებს განმარტავს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული ქარტიით გათვალისწინებული დროებითი მთავრობის შემადგენლობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შესარჩევად პარტიებთან კონსულტაციები დაიწყო – რა არის ტექნიკური მთავრობა და რამდენად შესაძლებელია ის საქართველოში? – ამის შესახებ “მეტრონომთან” პოლიტოლოგმა და კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, იდეა მისაღებია, თუმცა რეალიზებადია თუ არა ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან არჩევნების შემდეგ ყველას გაუჩნდება სურვილი, რომ რომელიღაც სამინისტროები გააკონტროლონ, ზოგსაც გაუჩნდება სურვილი მთავრობა გააკონტროლოს

1.საკმაოდ აქტიური განხილვის თემაა ტექნიკური მთავრობა – რომ განგვიმარტოთ რას ნიშნავს?

ეს არის პროფესიონალებით დაკომპლექტებული მთავრობა. როდესაც არა პოლიტიკური, არამედ პროფესიული ნიშნით ხდება მთავრობის ფორმირება. სამინისტროების დაკომპლექტება შედარებით ადვილია, პრემიერ-მინისტრის კი რთული, თუმცა ალბათ, თავის დარგში ძალიან გამორჩეული და დადებითი იმიჯის მქონე უნდა იყოს – შერჩეული იქნება ასეთი პრინციპებით, თუმცა არ იქნება არცერთი პარტიის წევრი, ამასთანავე პოლიტიკური პარტიებისთვის მისაღები უნდა იყოს.

2. მიესალმებით თუ არა ტექნიკური მთავრობის იდეას?

ნებისმიერ იდეას მივესალმები, თუ ეს იდეა რეალიზებადია, მაგრამ რამდენად შეძლებს ოპოზიცია, ეს უკვე რთული თემაა, რამდენადაც არჩევნების შემდეგ ყველას გაუჩნდება სურვილი, რომ რომელიღაც სამინისტროები გააკონტროლონ, ზოგსაც გაუჩნდება სურვილი მთავრობა გააკონტროლოს. მათ ეყოლებათ თავიანთი კანდიდატები პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე – პოლიტიკური და არა პროფესიონალური. რა თქმა უნდა, დღევანდელი განფენილობით „ქართული ოცნება“ პირველ ადგილს დაიკავებს, რაც არ უნდა გააკეთოს ოპოზიციამ. შანსი იმისა, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს, პირველ ყოვლისა, ექნება „ქართულ ოცნებას“, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნება“ 50 მანდანტზე მეტს მიიღებს, ისინი მეორე ტურში მონაწილეობასაც შეეცდებიან. იმ შემთვევაში თუ „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოაყალიბებს მთავრობას, კონსიტუტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წარდგენის უფლება აქვს დეპუტატთა ერთ მესამედზე მეტს- ანუ 51 მანდატი საკმარისია იმისთვის, რომ მთავრობა ისევ წარადგინონ, შესაბამისად „ქართული ოცნების“ პირველი ცდა ის იქნება, რომ თავად წარადგინოს მთავრობა, თუ ეს მთავრობა ჩავარდა, მას ექნება საკმარისი მანდატები იმისთვის, რომ ისევ წარდგინოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. თუ ოპოზიცია წარდგენს კანდიდატს, რთულდება საკითი, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციამაც ჩააგდო კანდიდატი და მეორე მცდელობაზეც ვერ იქნა არჩეული მთავრობა, მაშინ ტარდება რიგგარშე არჩევნები. ოპოზიციას კი ექნება იმის საშუალება რომ მეორე წრეზე წავიდეს არჩვენებზე? ამიტომ მგონია, რომ ოპოზიცია გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევს, უნდა ეს თუ არ უნდა, თუნდაც ერთი წლით მაინც, რომ მოხდეს სახელისუფლებო ვერტიკალის დაშლა, რომელიც ქართული ოცნების მორჩილია, შემდეგ კი შეიძლება რიგგარეშე არჩევნებზე ფიქრი. შესაძლოა, ძალიან გაუჭირდეს ოპოზიციას, თუმცა ვფიქრობ, რომ შეძლებს ჩამოაყალიბოს მთავრობა.

3. რამდენად მნიშვნელოვანია პრეზიდენტმა შეძლოს ოპოზიციურ პარტიებთან აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკება? დადებითად აისახება თუ არა ეს ქვეყნის მომავალზე?

პრეზიდენტის ინიციატივები ძალიან საინტერესო და სწორია, თუმცა თავად პროცესს ვერ ვხედავ. თუნდაც თავიდან, როდესაც საუბარი იყო გახარიასა და „ლელოს“ გაერთიანებაზე, ჩავთვალე,რომ მოლაპარაკებები დასრულდებოდა ხელმოწერით. აღმოჩნდა, რომ ასეთი შავი სამუშაოები არ შესრულებულა. ასევე, აღმოჩნდა რომ საუბრობს პარტიებთან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით, მაგრამ არც ვინაობა ვიცით იქმნება ილუზიები, რომლებიც ჩემი აზრით,ოპოზიციის საზიანოდ მუშაობს და არა სასიკეთოდ. იდეა შეიძლება სწორი იყოს, თუმცა ამ იდეის რეალიზაციის ფორმები, ჩემი აზრით, გამართლებული არაა -აღნიშნა მან.


შეგახსენბთ, რომ ოპოზიციურმა ძალებმა ხელი მოაწერეს პრეზიდენტის ინიციატივით შედგენილ “ქართულ ქარტიას“, რომლითაც ქარტიაზე ხელმომწერები მთელ რიგ ვალდებულებებთან ერთად, იმის ვალდებულებასაც იღებენ, რომ შეასრულებენ “ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ასევე, დებენ პირობას, რომ ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი იქნება ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომელსაც წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

იტვირთბა....