საქართველოს 500-მდე სკოლა ამ დრომდე შეშის ღუმელებით თბება. ზამთრის სეზონისთვის განათლების სამინისტრომ ამ სკოლებისთვის რუსული შეშა შეიძინა. კომპანია, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა, არაერთხელ არის მხილებული კონტრაქტის პირობების დარღვევაში, თუმცა განათლების სამინისტრო მაინც აგრძელებს მასთან თანამშრომლობას. ამჯერად კომპანია “უდაბნოს ორგანული აგროჰოლდინგი” 2.2 მილიონ ლარამდე მიიღებს.
გარდა გათბობის მხრივ არსებული პრობლემებისა, ბევრ რეგიონში სკოლების ინფრასტრუქტურა უმძიმეს მდგომარეობაშია. სკოლების წარმომადგენლების განცხადებით, ვიდრე სკოლების რეაბილიტაცია არ განხორციელდება, შენობებში გაზის შეყვანა ვერ მოხდება. მათი თქმით, საიდან ხდება შეშის შემოტანა მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ