ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

თეთრი სახლი: პუტინი აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს განხორციელებულ ჰაკერულ ოპერაციაში უშუალოდ მონაწილეობდა

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას  ადმინისტრიაციაში მიიჩნევენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი  აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიის დრო განხორციელებულ ჰაკერულ ოპერაციაში უშუალოდ მონაწილეობდა. ამის შესახებ ბარაკ ობამას მრჩეველმა ბენ როუდსმა განაცხადა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი მკაცრად აკონტროლებს ყველა ოპერაციას, რომელსაც რუსეთის მთავრობა ახორციელებეს, ამგვარად ის მიმდინარე კიბერშეტევის შესახებ ინფორმირებული იყო:

“ყველაფერი, რაც ჩვენთვის ცნობილია იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს რუსეთი და როგორ აკონტროლებს პუტინი მთელ მთავრობას, მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს ხელისუფლების ყველაზე მაღალ ეშელონებთან. საბოლოო ჯამში, ვლადიმერ პუტინი არის ოფიციალური პირი, რომელიც პასუხისმგებელია რუსეთის მთავრობის ქმედებებზე”, – განაცხადა  როუდსმა.

ამავდროულად,  თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, ჰაკერულ ოპერაციაში ვლადიმერ პუტინის მონაწილეობის ფაქტი აშკარაა.

აშშ-ში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ინტერნეტში ჰაკერების მიერ მოპოვებული დემოკრატიული პარტიის წევრების მიმოწერა ვრცელდებოდა, რაც ჰილარი კლინტონის რეიტინგზე უარყოფითად აისახა.

რუსეთის ხელისუფება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ განხორციელებულ კიბერთავდასხმებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

 

იტვირთბა....