ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კიევში ქართველ სტუდენტებს სცემეს

კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საერთო საცხოვრებლის დაცვასა და ერთ-ერთ სტუდენტს შორის შელაპარაკებას ჩხუბი მოჰყვა, რაშიც სხვა ქართველი სტუდენტებიც ჩაერთვნენ.  ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, როგორც ქართველები აცხადებენ, დაცვამ პოლიცია გამოიძახა და სამართალდამცველებმა მათ სცემეს. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოშიც იყო გადაყვანილი. სხვადასხვა დაზიანებები აქვთ მიღებული დანარჩენ სტუდენტებსაც.

ქართველი სტუდენტები განმარტავენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მათ მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას გამოხატავენ.

იტვირთბა....