დღეს, თბილისის ნაწილს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია ”თელასის” ინფორმაციით, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანაურის, გორგასლის, კრწანისის, მელქაძის, ნადიკვარის, ორთაჭალის და კალანდაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსელიანის, დოლიძის, ახალშენის, ბალანჩივაძის და ბზვანელის ქუჩების მცხოვრებლებს.
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის რაიონში წყალსადენის, ილორის, ტაძრის და მონასტრის ქუჩების მცხოვრებლებს. გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქრების ქუჩის მოსახლეობასაც.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.