უამინდობის გამო, საქართველოს სამ და ვირუსების გამო, ხუთ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, უამინდობის გამო სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს ამბროლაურში, სოფელ პატარა ონის სკოლაში, ასევე, ნინოწმინდის ორ – კათნატუსა და ჟდანოვაკანის საჯარო სკოლებში.
ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან რეკომენდაციით, სკოლებში სწავლის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად, თითოეული სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე მიიღება. კერძოდ, იმ სკოლებში, სადაც გაცდენებმა 20%-ს გადააჭარბა, სწავლა სამი დღით შეწყდება. ასეთი ჯამში ხუთი სკოლაა. ესენია:
თბილისის 74-ე საჯარო სკოლა, თელავის მე-5 საჯარო სკოლა და თიანეთის სამი სკოლა – სსიპ სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა, ღულელების საჯარო სკოლა, სსიპ-ტუშურების საჯარო სკოლა.