ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

რა ეღირება სანთელი ტაძრამდე მისვლისას: 2017 წლის ბიუჯეტი – ოცნებების სასაფლაო

რომან გოცირიძე, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც აკაკი ზოიძე ამბობს, რომ 2017 წლის ბიუჯეტს „ტაძრამდე მივყავართ“.
გოცირიძე მმართველ გუნდს კითხვით მიმართავს – რა ეღირება სანთელი ტაძრამდე მისვლისას და რამდენი იქნება ლარის კურსი.
დეპუტატი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს ოცნებების სასაფლაოს უწოდებს და ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეუქცევადმა პროცესმა მესაფლავის როლი ითამაშა.
„გუშინ განაცხადეს, რომ ამ ბიუჯეტს ჩვენ მივყავართ ტაძრისკენ, მე მინდა შევეკითხო, კი მაგრამ ტაძრამდე, რომ მივალთ სანტელი რა ეღირება, ლარის კურსი რამდენი იქნება მაშინ. მე რომ ვმართავდე ლარს, მე გეტყვით რამდენი იქნება, იქნება 1,65.
სამწუხაროდ მიდნა ვტქვა, რომ ოცნების პროგრამა უკვე დასაფლავდა აქ. ეს არის ოცნებების სასაფლაო, როემლიც ამ ბიუჯეტში არის წარმოდგენილი იმიტომ, რომ რეალურად ლარმა ითამაშა მესაფლავის როლი,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

იტვირთბა....