ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრამპმა აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივნის თანამდებობა მას შესთავაზა, ვინც ჰილარი კლინტონს „ანტიქრისტე“ უწოდა

აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივნის თანამდებობა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა  მონტანას შტატის რესპუბლიკელ კონგრესმენს, რაიან ზინკს შესთავაზა.  კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს.

რაიან  ზინკი ყოფილი სპეცრაზმელია.  ის ერაყში ომობდა და საბრძოლო მისიებში მონაწილეობისთვის ორი ჯილდო აქვს მიღებული. 2014 წელს ზინკმა ჰილარი კლინტონს “ანტიქრისტე” უწოდა, რითიც  მედიის ყურადღება მიიპყრო.

კონგრესმენს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ენერგეტიკის მინისტრის კანდიდატურა კი ტრამპმა  თავის ყოფილ მოწინააღმდეგეს, ტექსასის შტატის ყოფილ გუბერნატორს, რიკ პერის შესთავაზა.

იტვირთბა....