ჯანდაცვის სამინისტრო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მონიტორინგის გამკაცრებას იწყებს. იმ შემთხვევაში თუ გაცდენების რიცხვი 40% გადააჭარბებს სასწავლო პროცესი 3 დღით შეჩერდება. მონიტორინგის გამკაცრება ვირუსული დაავადების მიმართვიანობის გაზრდამ გამოიწვია.
ჯანდაცვის სამინისტრომ, გასული წლის მსგავსად, სადისპეჩეროები აამოქმედა, სადაც ოჯახის ექიმის მომსახურება იქნება შესაძლებელი, ასევე დამატებით ოთხი საავადმყოფო იმუშავებს 24 საათის განმავლობაში.
„ქვეყნის მასშტაბით შერჩეულია ოთხი საოჯახო ცენტრი და კლინიკა, რომლებიც პირველ რიგში გააკეთებენ რეაგირებას გრიპის ვირუსთან დაკავშირებულ ზარებზე. ამ შემდეგ თუ საჭირო იქნება პროცესში ჩაერთვება სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური. გახშირებული შემთხვევების შემთხვევაში აუცილებელი იქნება ალბათ სასწავლო პროცესის გარკვეული დროით შეჩერება,“-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ.