მეამბოხეებთან ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმება შედგა. ეს იმას ნიშნავს, რომ მრავალწლიანი ბრძოლები ქალაქში დასრულდა. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
შეთანხმება რუსეთსა – ასადის მთავარ მოკავშირეს – და თურქეთს შორის შედგა. ქალაქში სიმშვიდემ დაისადგურა. ქალაქში, ბოლო პერიოდის თითქმის მუდმივი დაბომბვების შემდეგ, აფეთქებების ხმა არ გაუგია.
„აღმოსავლეთ ალეპოში სამხედრო მოქმედებები შეწყვეტილია“, – განაცხადა რუსეთის ელჩმა გაერო-ში ვიტალი ჩურკინმა.
ჩურკინის თქმით, მეამბოხე მებრძოლებთან მიღწეული შეთანხმებით, მათ მიერ ქალაქის დატოვება უნდა მოხდეს „საათების განმავლობაში“, მაგრამ ეს არ მოიცავს სამოქალაქო პირებს. მისივე თქმით, აღმოსავლეთ ალეპოში სამხედრო მოქმედებები დასრულებულია. „შეთანხმება მებრძოლების დატოვებაზეა მიღწეული“, – თქვა მან.
„მშვიდობიან მოსახლეობას შეუძლია დარჩეს, მათ შეუძლიათ წავიდნენ უსაფრთხო ადგილებში, მათ შეუძლიათ სარგებელი მიიღონ ჰუმანიტარული შეთანხმებებით, რომელიც მალე ამოქმედდება. არავინ აპირებს მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენებას“. მან გაიმეორა მოსკოვის უარყოფა, და თქვა, რომ ადგილი არ ჰქონია მშვიდობიანი მოქალაქეებისადმი ჩადენილ საშინელებებს.
მეამბოხეები ასევე მოიცავენ ჯიჰადისტ მებრძოლებსაც, რომლებიც არ არიან მხარდაჭერილი დასაველთის სახელმწიფოების მიერ, – წერს „როიტერსი“. მიუხედავად იმისა, რომ ასადმა ალეპოს მთავარი პრიზი მოიგო, იგი მაინც შორს დგას სირიის კომპლექსური სამოქალაქო ომის გამარჯვებისაგან, რადგან აჯანყებულები განაგრძობენ ქვეყნის სხვა ტერიტორიებზე, მათ შორის დედაქალაქ დამასკოს ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებში ბრძოლას.