საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ტექსტის საბოლოო ვარიანტზე დღეს ევროპარლამენტის, ევროპის კავშირის საბჭოსა და ევროკომისიის წარმომადგენლები უნდა შეჯერდნენ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილე კარლო ნატალემ განაცხადა.
ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული.
„ჩვენ ველოდებით ახალ ამბებს ბრიუსელიდან, სადაც დღეს შეხვედრაა დანიშნული. გასულ კვირას ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როცა პარლამენტი, საბჭო და ევროპის კომისია შეთანხმდნენ ახალ სისტემაზე, რომელიც საქართველოსთან პირდაპირ კავშირში არ არის, თუმცა უვიზო მიმოსვლის პროცესისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ სწორ გზას ვადგავართ და დარწმუნებული ვარ, უვიზო მიმოსვლა უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი,” – აცხადებს კარლო ნატალე.