ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მუდმივი ელიტისტური ცხვირბზეკვა, რაღაც ინტელექტუალები…”

“თავისუფალი ზონა არის არა მხოლოდ რადიკალური მებრძოლი ორგანიზაცია, არამედ არჩევნების მოგებაც შეუძლია – ეს ვნახეთ ნასაკირალში. ზოგადად, ყველა ორგანიზაციაში, სადაც თავისუფალი ზონის ხალხი იბრძოდა, იყო ყოველთვის უკეთესი შედეგი. ამიტომ, ჩემი აზრით, უნდა მოხდეს თქვენი გაძლიერება, ახალი ხალხის შემომატება. მოთხოვნა ბრძოლისუნარიან, ძლიერ, გამოცდილ ორგანიზაციებზე მხოლოდ გაიზრდება.

პრობლემა იმაში იყო, რომ ნაციონალურ მოძრაობაში წარმოიქმნა ბიუროკრატია, რომელმაც ბოლომდე არასდროს მიიღო თავისუფალი ზონა. ეს ძალიან პრობლემური საკითხია, იმიტომ, რომ ყოველთვის რაღაცნაირად ისე იყო, რომ ზოგიერთი ბიუროკრატისთვის თქვენ იყავით რაღაცა გარეგნული ორგანიზაცია, რომელსაც ბოლომდე ვერ მიხვდნენ … ეთაკილებოდათ, ახლაც ეთაკილებათ, ცხვირს გიწევენ. ეს ძალიან ცუდი იყო პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობის ზოგადი სახისთვის. ბიუროკრატისთვის გაუგებარია ის, რა გააკეთეთ, ბიუროკრატისთვის გაუგებარია, თქვენ როგორ მოქმედებთ, ბიუროკრატისთვის გაუგებარია დისკომფორტი – ან თქვენ რატომ იტკივებთ თავს, ან სხვას რატომ აწუხებთ.

რეალურად ძალიან დიდი ბრძოლა მომიხდა და სამწუხაროდ, ვერ მოხდა თქვენი ჩასმა [სიაში], იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ერთიანობის გულისთვის ბევრი რამ დავთმე თუნდაც გამსვლელ სიაში. თავის დროზე, კობა ხაბაზი ცოცხალი თავით არ ჩასვეს სიაში და მერე, ჩვენი ჩასმული ხალხი ბევრი რომ გაიყიდა, კობა მოვიდა პირველი სრულიად დაბნეულ ორგანიზაციაში და ის იყო, ვინც პირველად გააღვივა თქვენთან ერთად საბრძოლო სულისკვეთება ნაციონალურ მოძრაობაში. 4 წლის თავზეც იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდით. 4 წლის თავზე ბიუროკრატიამ ისევ არ მიიღო კობა და თავისუფალი ზონა. ჩემი აზრით, ეს იყო ერთერთი მიზეზი, რომ ვერ შევძელით ვერც ხმების დაცვა, ვერც სწორი კამპანიის წარმოება. მუდმივი ელიტისტური ცხვირბზეკვა, რომ ჩვენ რაღაც უფრო წინწასული, რაღაც ინტელექტუალები…”

იტვირთბა....