ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეებმა უნდა იცოდნენ, რისი თქმის უფლება აქვთ“

“პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეებმა უნდა იცოდნენ, რისი თქმის უფლება აქვთ“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარევირაკლი კობახიძემ  საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ კომენტირებისას განაცხადა. მისი განმარტებით, პარლამენტის დადგენილება ითვალისწინებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მუშაობას საკონსტიტუციო კომისიაში. ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს „არაკორექტული” უწოდა:

“პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეებმა უნდა იცოდნენ, რისი თქმის უფლება აქვთ. საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტი ითვალისწინებს კომისიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მუშაობას. ჩვენ დაველოდებით მათ წარდგენას. რაც შეეხება საკონსტიტიციო კომისიის ე.წ. ლეგიტიმაციის საკითხს, საერთოდ არ მესმის, ეს სიტყვა რა კავშირშია საკონსტიტუციო კომისიასთან – ლეგიტიმაციის კუთხით არანაიარი პრობლემა არ შეიქმნება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით, გაუგებარია პრეზიდენტს კომისიაში საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობის მიღება არ შეეძლოს, მაშინ როცა კომისია პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან მუშაობას აპირებს.

იტვირთბა....