„საახალწლოდ პირადობის მოწმობა 15 დეკემბრიდან 9 იანვრამდე იქნება უფასო,“ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, იუსტიციის სამინისტრო ბევრს მუშაობს, რათა ლეგალური გადაადგილება მოხდეს ქვეყნის ფარგლბს გარეთ, მას შემდეგ რაც საქართველო ვიზალიბერალიზაციას მიიღებს:
„საახალწლოდ პირადობის მოწმობა 15 დეკემბრიდან 9 იანვრამდე იქნება უფასო, ხოლო ბიომეტრიული პასპორტი კი შეგვიძლია ამავე პერიოდში ავიღოთ 100 ლარის ნაცვლად 50 ლარად,“ – განაცხადა წულუკიანმა.
აქციის ფარგლებში იუსტიციის ზოგიერთი სახლი შაბათ დღესაც იმუშავებს.