ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სტამბოლში მომხდარი ტრაგედიის გამო, ღრმა მწუხარებას გამოხატავს:

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2016 წლის 10 დეკემბერს, ქ. სტამბოლში მომხდარი ტერორისტული აფეთქებების გამო, რომლის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაშავდა და დაიღუპა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, ტერაქტის შედეგად დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

იტვირთბა....