ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

შვეიცარიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა გამო 5-დღიანი გლოვა გამოცხადდა

შვეიცარიაში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა – როგორც ცნობილია, შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 115 კი დაშავდა. რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება, მათ შორის მოზარდი, რომელიც ახალ წელს მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დაღუპულთა იდენტიფიცირებას შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს.

შვეიცარიის პრეზიდენტმა, გაი პარმელინიმ განაცხადა, რომ ხანძარი „ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტრაგედიაა, რაც ქვეყანას განუცდია“. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

შეგახსენებთ, რომ აფეთქება პირველ იანვარს, ადგილობრივი დროით 01:30 საათზე სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში, Le Constellation Bar and Lounge-ში მოხდა, სადაც ახალ წელს აღნიშნავდნენ.

იტვირთბა....