თუ ირანი მშვიდობიან მომიტინგეებს ესვრის და ძალადობრივად მოკლავს, ამერიკის შეერთებული შტატები მათ დასახმარებლად მოვა – აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს თავის სოციალურ ქსელში გამოეხმაურა .
“თუ ირანი მშვიდობიან მომიტინგეებს ესვრის და ძალადობრივად მოკლავს, რაც მათი ჩვევაა, ამერიკის შეერთებული შტატები მათ დასახმარებლად მოვა. ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ“, – დაწერა ტრამპმა.
ირანში ბოლო რამდენიმე დღეა მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. თავდაპირველად მოსახლეობა ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გასაპროტესტებლად გამოვიდა, მოგვიანებით პროტესტი

