ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით ნარმანია ოპონენტებს : ბიუჯეტის პროექტი არის დახვეწილი, სრულყოფილი და ძალიან მნიშვნელოვანი

 

თბილისის მერი დავით ნარმანია დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ შენიშვნებს გამოეხმაურა:
„უმცირესობას მთელ რიგ შემთხვევებში ძალიან პოპულისტური მოთხოვნები ჰქონდა, ამიტომ, მათი ნაწილის გათვალისწინება არ მოხდა და ვერც მოხდებოდა. ის საქმიანი შენიშვნები და წინადადებები, როგორც უმცირესობიდან, ასევე უმრავლესობისგან ჩვენ მივიღეთ და შეძლებისდაგვარად გავითვალისწინეთ. ბიუჯეტის პროექტი არის დახვეწილი, სრულყოფილი და ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს.
ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოში მომავალი კვირიდან დაიწყება.

იტვირთბა....