ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გიორგი მარგველაშვილი სტამბოლში მომხდარი აფეთქებების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტამბოლში მომხდარი აფეთქებების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სტამბულში მომხდარი ორი აფეთქების გამო. საქართველო მტკიცედ გმობს ძალადობის ასეთ სასტიკ გამოვლინებას და კვლავ განაგრძობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.

თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“,- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

სტამბოლის ცენტრში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 38, ხოლო დაჭრილია 166 ადამიანი.

იტვირთბა....