ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სტამბოლში მომხდარი აფეთქებების გამო, თურქეთში ეროვნული გლოვის დღე გამოცხადდა

სტამბოლში მომხდარი აფეთქებების გამო, რომელსაც მინიმუმ 29 ადამიანი ემსხვერპლა, ეროვნული გლოვის დღე გამოცხადდა. შესაბამისს დოკუმენტს ხელი ქვეყნის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა მოაწერა.

“საშინელი ტერორისტული აქტის შედეგად, რომელის სტამბოლში 2016 წლის 10 დეკემბერს მოხდა, ერთი დღის განმავლობაში ეროვნული გლოვა გამოცხადდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გლოვის დღეს თურქეთში ყველა დროშას დაუშვებენ.

შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს  სტამბოლში, საფეხბურთო სტადიონ „ბეშიქთაშთან“ ორი აფეთქება მოხდა. ამჟამად ცნობილი ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულია მინიმუმ 29 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 166. აღნიშნულ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

როგორც BBC იუწყება, სტადიონთან ორი აფეთქება მოხდა – პირველი აფეთქება დანაღმულმა ავტომობილმა გამოიწვია, ხოლო მეორე – თვითმკვლელმა ტერორისტმა. როგორც ადგილობრივი პოლიცია იტყობინება, აღნიშნული აფეთქებების მიზანი პოლიციის ოფიცრები იყვნენ.

იტვირთბა....