ვებგვერდ designboom.com-ის ინფორმაციით, 2016 წლის მსოფლიოს ტოპ 10 საუკეთესო ნაგებობას შორის თბილისში, კერძოდ კი რიყეზე განთავსებული მუსიკალური თეატრისა და საგამოფენო ცენტრის შენობაც მოხვდა, რომელსაც ე.წ დოქებსაც უწოდებენ.
საუკეთესო ათეულში საქართველო პირველ ადგილს იკავებს. „ნაგებობა იტალიელი არქიტექტურის სტუდიო ფუკსას მიერაა დაკომპლექტებული. ეს მილაკოვანი სტრუქტურა თბილისის რიყის პარკის მუსიკალურ თეატრსა და საგამოფენო დარბაზს ეკუთვნის. გამოირჩევა ქალაქის, განსაკუთრებით მდინარის ხედებით. მის შიგნით მუსიკალური თეატრი და საგამოფენო დარბაზია განთავსებული“,-წერს ვებგვერდი.
ათეულში ასევე მოხვდა საუდის არაბეთის მსოფლიო კულტურული ცენტრი, ჩინეთში მდებარე ნანძინის საერთაშორისო ახალგაზრდული კულტურის ცენტრი, საბერძნეთის საზოგადოებრივი პარკი და ტაივანის ხელოვნების ცენტრი.