ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დონალდ ტრამპის გუნდი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო შეფასებას გამოეხმაურა

 

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს  საიდუმლო  შეფასებას, რომ რუსეთი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, ასე გამოეხმაურა:

„ეს იგივე ხალხია, ვინც განაცხადა, რომ სადამ ჰუსეინს მასობრივი განადგურების იარაღი გააჩნია. არჩევნები დიდი ხნის უკან დასრულდა აშშ-ის ისტორიაში ამომრჩეველთა კოლეგიის შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვებით. დროა წინ წავიდეთ და ამერიკა კვლავ დიადი გავხადოთ“, – ნათქვამია ტრამპის გუნდის განცხადებაში. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

იტვირთბა....