ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ს სადაზვერვო სამსახური: მოსკოვი საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპს ეხმარებოდა

 

გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ს სადაზვერვო სამსახური დარწმუნებულია, რომ მოსკოვი საარჩევნო კამპანიის დროს რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს ფარულად ეხმარებოდა და რუსეთი არჩევნების დროს ჰაკერულ თავდასხმებში მონაწილეობდა. ინფორმაციას ასევე გამოცემა Washington Post და სააგენტო Reuters- ავრცელებს.

პარალელურად, აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეერთებული შტატების წინაასაარჩევნო პერიოდში და საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომხდარი ჰაკერული თავდასხმების გამოძიებას მოითხოვს.

ოფიციალური მოსკოვი ჰაკერულ თავდასხმებში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.

იტვირთბა....