ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ფემიციდი უნდა გახდეს დასჯადი”

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 2016 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში წარადგინა.
სახალხო დამცველი ქალთა მკვლელობის საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს. უჩა ნანუაშვილი დანაშაულის პრევენციისთვის რადიკალური მეთოდების გამოყენების აუცილებლობასა და ამ მიმართულებით კანონში ცვლილებების შეტანაზე ამახვილებს ყურადღებას.

„რადიკალური მეთოდების გამოყენებაა საჭირო ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის კანონმდებლობის კუთხით. ფემიციდი, როგორც ასეთი, უნდა გახდეს დასჯადი და სისხლის სამართლის კოდექსში უნდა იყოს შესაბამისი მუხლი. გამოძიების დროს უფრო მეტად უნდა გამახვილდეს ყურადღება, რომ გენდერული ნიშნით ხდება ძალადობა და მკვლელობა. ქალების მკვლელობის მხრივ მასშტაბები ნამდვილად საგანგაშოა. პრობლემა უფრო სიღრმისეულია. ის პრობლემები, რომლებიც არ ჩანს და რომლებიც აისბერგის სახით საზოგადოებაში არის, ეს არის ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები, გენდერული პრობლემები, რომელიც საქართველოში არსებობს,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

იტვირთბა....