სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში გავრცელებული სკანდალური ფოტოს ავტორის საჯაროდ მობოდიშების ფაქტს ეხმაურება:
,,თუკი იძულების ან ზეწოლის კონკრეტულ ფაქტზეა საუბარი და ამის დამადასტურებელი ვიდეოც არსებობს, შესაბამისმა ორგანოებმა ამ საკითხის შესწავლა უნდა დაიწყონ”, – განაცხადა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველის თქმით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციაც კი კონკრეტული დანაშაულის შესახებ, არის საფუძველი, რომ გამოძიება დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სვანური კოშკების ფონზე გადაღებული შიშველი მამაკაცის ფოტო გავრცელდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ასევე ვიდეო, სადაც სკანდალური ფოტოს ავტორმა, რომელმაც სვანეთში კოშკების ფონზე შიშველი პოზირებდა, საჯაროდ ბოდიში მოიხადა.

