ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შოთა რუსთაველის დღე: პრემიერი ინიციატივით გამოდის

„კარგი იქნებოდა ჩვენ დაგვეწესებინა შოთა რუსთაველის დღე, რომელიც ყოველწლიურად გახდებოდა პოეზიის, ჰუმანიზმის ზეიმი“- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წელს შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეა, თუმცა საარჩევნო პროცესის გამო ვერ მოხერხდა ამ იუბილეს შესაბამის დონეზე აღნიშვნა.

„შოთა რუსთაველთან დაკავშირებულ არაერთ საზეიმო ღონისძიებას დავსწრებივარ და გაგვიმართავს, მაგრამ უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ საარჩევნო პროცესთან და გრძელვადიან წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით ჩვენ ვერ შევძელით ამ იუბილეს იმ დონეზე აღნიშვნა, როგორიც შეეფერებოდა ამ უდიდესი მწერალს და ნამდვილად ყველა ჩვენგანისთვის საამაყო მოღვაწეს. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ კარგი იქნებოდა ჩვენ დაგვეწესებინა შოთა რუსთაველის დღე, რომელიც ყოველწლიურად გახდებოდა პოეზიის, ჰუმანიზმის ზეიმი და რომელიც იქნებოდა საქართველოს კულტურული მიმართულებით წარმოჩენისთვის კიდევ ერთი ძალიან კარგი შესაძლებლობა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა კულტურის და განათლების მინისტრებს სთხოვა ამ საკითხზე იმუშაონ და მეტი კონკრეტიკა შესთავაზონ საზოგადოებას მთავრობის შემდეგი სხდომისთვის.

იტვირთბა....