ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის “შაპეკოენსეს” ფეხბურთელი ელიო ნიეტო, რომელიც კოლუმბიაში ავიაკატასტროფას გადაურჩა, თვითმფრინავის ვარდნის დროს ბიბლიას კითხულობდა.
ფეხბურთელის ცოლის თქმით, ნიეტო მორწმუნე ადამიანია და ბიბლია ყველგან თან დააქვს. ვარდნის დროს კი სწორედ წმინდა წიგნს კითხულობდა.
ბიბლია შემთხვევის ადგილზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა რობერტო კაბრინიმ აღმოაჩინა. წმინდა წიგნში ჩანაწერია გაკეთებული, რითაც ირკვევა, რომ ბიბლია სწორედ ბრაზილიელ მცველს ეკუთვნოდა.
ნიეტოს ცოლი ასევე იხსენებს, რომ ფეხბურთელმა გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე უთხრა მას, რომ სიზმრად ავიაკატასტროფა ნახა.
შეგახსენებთ, რომ კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას 71 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 6 კი გადარჩა. გადარჩენილთა შორის 3 ფეხბურთელი, 1 ჟურნალისტი და ეკიპაჟის 2 წევრია.
mysports.ge