ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლეგენდარული როკ-ვარსკვლავი, რომელიც დიდი ბაბუაცაა, მე-8 შვილის მამა გახდა

ლეგენდარული როკ-ჯგუფის, Rolling Stones-ის სოლისტი, მიკ ჯაგერი 73 წლის მორიგი შვილის მამა გახდა. აღსანიშნავია, რომ მას ჰყავს უკვე 7 შვილი, ყველაზე უფროსი 45 წლისაა. მიკ ჯაგერს 5 შვილიშვილიც ჰყავს, 2014 წელს კი, დიდი ბაბუაც გახდა.

ლეგენდარული როკ-ვარსკვლავის 29 წლის შეყვარებული ბალერინა – მელანი ჰამრიკია. მათ ბიჭი შეეძინათ. მშობლები აღფრთოვანებულნი არიან ბავშვის დაბადებით.

90395971_melanie_getty

მიკ ჯაგერი და ჰამრიკი 2014 წელს დაახლოვდნენ. მას შემდეგ, რაც ჯაგერის ყოფილმა პარტნიორმა, რომელთანაც ის 13 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

იტვირთბა....