ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა სამართალი

ვინ იყო დამკვეთი: ვის გვარს მოიხსენიებს ფოტორეპორტიორი გია აბდალაძე (ვიდეო)

“რთული ბრძოლა აწი იწყება. იყო ორი მაღალჩინოსანი. სააკაშვილის ბრძანების გარეშე არავინ არაფერს არ აკეთებდა ამ ქვეყანაში… როგორ კეთდებოდა ყველამ კარგად იცის… ჩვენ გადავრჩით… ყველამ იცის როგორ დასრულდა თეთრაძის საქმე…”, – განაცხადა ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ გადაცემა “პრიორიტეტის” ეთერში.

შეგახსენებთ, ოთხი ფოტორეპორტიორი  – ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე და გია აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის 7 ივლისს დააკავეს. ასევე დაკავებული იყო “ასოშეიტედ პრესის” თანამშრომელი შაჰ აივაზოვი, რომელიც დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. დაკავებულ პირებს ბრალი ედებოდათ  ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება.

ამ საქმეზე ახლახანს, ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი უკვე დააკავეს.

 

 

იტვირთბა....