ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

-20 გრადუსამდე ყინვა: როგორ ამინდს ელიან საქართველოში სინოპტიკოსები

სინოპტიკოსების ვარაუდით, უახლოეს დღეებში ქვეყნის მასშტაბით ყინვა გაძლიერდება. ქვეყნის დასავლეთში შავი ზღვის სანაპიროს რაიონებში -3, -5 გრადუსი დაფიქსირდება. კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსამდეც კი დაეცემა.
აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში შესაძლოა -13, -14 გრადუსი დაფიქსირდეს.
ტემპერატურის მკვეთრად დაცემაა მოსალოდნელი მაღალმთიან რაიონებში. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა -15 გრადუსიდან -20 გრადუსამდე იქნება, დედაქალაქში კი ტემპერატურა – 5, -6 გრადუსამდე დაეცემა.
დღეს საღამოს საათებში დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია თოვლჭყაპი, ხოლო ღამის საათებში – ძლიერი თოვა. 8 დეკემბრს ასევე თოვაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც, ზოგან ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში კი – ქარბუქი.

იტვირთბა....