ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა სამართალი

„ფოტო იპოვეს და დაიწყეს შანტაჟი“: ირაკლი გედენიძე პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ კომენტარს აკეთებს

 

ფოტორეპორტიორების საქმეზე ფოტოგრაფები პროკურატურაში იმყოფებოდნენ, სადაც პროკურორებს შეხვდნენ. მათი განცხადებით, 2011 წელს მომხდარ საქმეზე მათზე ზეწოლა ხდებოდა, რათა მათ გამოძიებისთვის სასურველი ჩვენება მიეცათ.

„იყო ჩემ მიერ გადაღებული, ჩემი მეუღლე. ჩემ პირად არქივში იყო შენახული, ეს ფოტო იპოვეს, ამოიღეს და დაიწყეს შანტაჟი, რომ ეს გავრცელდებოდა სოციალურ მედიაში,“- განაცხადა ფოტოგრაფმა, ირაკლი გედენიძემ.

ფოტოგრაფმა, გიორგი აბდალაძემ საპატიმროში მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა. მას იმედი აქვს, რომ საქმე დამკვეთებამდე მივა.

 

 

იტვირთბა....