ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

კიდევ ერთი ახალი ინიციატივა: ქონების გადასახადი ავტომობილების მფლობელებსაც მოუწევთ

კიდევ ერთი ახალი ეკონომიკური ინიციატივა მთავრობისგან – ქონების გადასახადი ავტომობილებზეც გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ცვლილებების თანახმად, ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალი წელიწადში 40 ათას ლარს აღემატება,  ქონების გადასახადი კუთვნილებაში მყოფ ავტომობილზე უნდა გადაიხადოს. გადასახადი ავტომობილის ასაკის მიხედვით განისაზღვრება.

საგადასახდო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით “ ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ ამ გზით სახელმწიფო არ აპირებს, უარი თქვას გაზრდილ ადმინისტრაციულ ხარჯებზე.

„ქონების გადასახადის ახალი სახის შემოღების გზით, რომლებიც ავტომობილებზე გადასახადს უკავშირდება, პირდაპირ მიგვანიშნებს სახელმწიფო, რომ, სამწუხაროდ, ის უარს არ ამბობს გაზრდილ ადმინისტრაციულ ბიუროკრატიულ ხარჯებზე და ამ თანხის დაფინანსებას, მათ შორის საკუთარი პირადი ფუფუნების დაფინანსებას, ის აპირებს მოსახლეობის ჯიბიდან. ეს გამოიწვევს მოსახლეობისთვის დამატებით ცხოვრების გაძვირებას, მოსახლეობის დამატებით გაღარიბებას,“ – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

 

იტვირთბა....