აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“პუტინი რასაც არ უნდა ეუბნებოდეს საკუთარ თავს, რუსეთი უკრაინაში ომს არ იგებს” – კირ სტარმერი

პუტინი რასაც არ უნდა ეუბნებოდეს საკუთარ თავს, რუსეთი უკრაინაში ომს არ იგებს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდასაჭერი ძალების გაძლიერება, მათ შორის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღება“, – აღნიშნა სტარმერმა.

მისი თქმით, ეს საკითხი დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხოლო ევროპამ უნდა გააგრძელოს ზეწოლა პუტინზე.

„რეალობა ასეთია – უკრაინა მტკიცედ დგას. ბოლო კვირების განმავლობაში მათ ტერიტორიები დაიბრუნეს და დამპყრობლებს მძიმე ფასი გადაახდევინეს. ასე რომ, პუტინი რასაც არ უნდა ეუბნებოდეს საკუთარ თავს, ოთხი წლის შემდეგ სიმართლე ასეთია: რუსეთი არ იგებს. ისინი არ მოიგებენ და მათ უნდა შეწყვიტონ სამართლიანი, მდგრადი მშვიდობის გზაზე დაბრკოლება“, – აღნიშნა სტარმერმა.

იტვირთბა....