“ჩვენ მიგვაჩნია, რომ კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიასთვის 18-თვიანი პატიმრობის მისჯა არაპროპორციულია” – თქვა ევროკომისიის სპიკერმა ანიტა ჰიპერმა “პუბლიკას” კითხვის საპასუხოდ.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიასთვის 18-თვიანი პატიმრობის მისჯა არაპროპორციულია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ძირითადი დემოკრატიული სტანდარტების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც უწყვეტ რეპრესიებს დემოკრატიის წინააღმდეგ, რომელიც უნდა დასრულდეს. ეს ოპოზიციის, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების გრძელი ჯაჭვის ნაწილია, ვინც ფუნდამენტური უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის იბრძვის.
ჩვენი გზავნილი მკაფიოა: ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“ – თქვა ევროკომისიის სპიკერმა ანიტა ჰიპერმა “პუბლიკას” კითხვის საპასუხოდ.

