ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შემდგომ, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში.
“ეისითის” მიერ, ოქტომბერში, ჩატარებული კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის სრულ უმრავლესობას (97%) სმენია საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ. თბილისის მოსახლეობის 61%-ს კი უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნის მონახულების სურვილი აქვს. თბილისელების 18% აცხადებს, რომ იტალიაში გაემგაზვრებოდა, 17% საფრანგეთში, ხოლო 14% გერმანიაში. გამოკითხულთა 11% ამბობს, რომ ესპანეთში წავიდოდა. შვედეთს, უნგრეთს, ესტონეთს, საბერძნეთს და ჩეხეთს გამოკითხულთა 2% ასახელებს. ყველაზე ნაკლები 1% კი პოლონეთს ასახელებს.
აღსანიშნავია, რომ თბილისელების 25% უკვე ნამყოფია ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში. მათგან 11% გერმანიაში, 7%-7% კი იტალიაში, საფრანგეთსა და ჩეხეთში.
გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2016 წლის ოქტომბერში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.