ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

დონალდ ტუსკი: “უვიზო რეჟიმის საკითხი, ეს არის ევროკავშირის შიდა პრობლემა”

“ეს არის ევროკავშირის შიდა პრობლემა, რომ ჩვენ, შეძლებისდაგვარად, სწრაფად მივაღწიოთ შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით”, – ასეთი განცხადება გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე.
„ჩვენ განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების საკითხები. მე უდიდეს შეფასებას ვაძლევ საქართველოს ამბიციური რეფორმების გეგმას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებას, რომელიც ემსახურება საქართველოს კეთილდღეობას და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას. ევროკავშირი მომავალშიც გაგიწევთ დახმარებას ამ პროცესში“, – განაცხადა ტუსკმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე მადლიერება გამოთქვა საქართველოს მიმართ, რომელიც მისი თქმით, მნიშვნელოვანი პარტნიორია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. „იმედის თვალით შევყურებ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში საერთო სამომავლო მიზნების დასახვის პროცესს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც გაიმართება 2017 ნოემბერში. რაც შეეხება, უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეთათვის, შარშან ოქტომბერში ყველა წევრმა ქვეყანამ დაადასტურა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა მოთხოვნა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არის ევროკავშირის მხარის შიდა პრობლემა, რომ ჩვენ, შეძლებისდაგვარად, სწრაფად მივაღწიოთ შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს ჰორიზონტალურ მექანიზმს ყველა წესთან მიმართებაში, რომელიც ძალაშია ევროკავშირში ვიზებთან დაკავშირებით. საქართველო იმსახურებს ამ პროცესის დროულად და წარმატებით დასრულებას“, – განაცხადა ტუსკმა.

იტვირთბა....