ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რა მოხდა ოქროყანის ტყეში: მოწმე, რომელიც გირგვლიანის ტყეში მიყვანის დეტალებს ყვება

სანდრო გირგვლიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით დავით ქოქიაშვილი დაიკითხა, რომელიც იმ დროს, როცა გირგვლიანთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში მუშაობდა. როგორც მოწმემ განაცხადა, მას გერონტი ალანიამ დაურეკა და შარდენის ქუჩაზე დავალებაზე წაიყვანა.

sandro2

„ლესელიძის ქუჩაზე დავინახე მელნიკოვი და საპირისპირო მიმართულებიდან დავინახე სოსო თოფურიძის მანქანა. ჩემს მანქანაში ჩასვეს სანდრო გირგვლიანი და ალექსანდრე ბუხაიძე. ვიფიქრე ჩვეულებრივად დაკავებულები იყვნენ და წავედი სამსახურისკენ, უკვე რუსთაველის გამზირზე რომ ვიყავით, ალანიამ, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა მითხრა, მოატრიალეო. წავედით ოქროყანის მიმართულებით. მოვიდა მეორე ჯგუფიც, მანქანა გავაჩერე და ეს პირები გადმოიყვანეს მანქანიდან, თოვლზე დააწვინეს, ვიკითხე რა ხდება თქო და მითხრეს, მანქანაში დარჩიო. ამის შემდეგ გავიგე გასროლის ხმა, გადმოვედი მანქანიდან, ბიბილურიძეს დავუძახე, რა ხდება, ხომ მშვიდობაა, მითხრეს კი ახლავე მოვალთო. გარეთ მოყინული იყო და რომ არ დავარდნილიყავი მანქანაში დავჯექი, როგორც მერე გავიგე გასროლა ბიბილურიძემ განახორციელა. რამდენიმე დღის შემდეგ გავიგე, რომ ოქროყანაში ახალგაზრდა გარდაცვლილი უპოვიათ. ვკითხე ალანიას, უკავშირდებოდა თუ არა ეს ფაქტი, ჩვენს ოქროყანაში ყოფნის მომენტს. თავდაპირველად ალანიამ უარყო, თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ მან ქოქიაშვილს დაუდასტურა ამ ორ ფაქტს შორის კავშირი და უთხრა, რომ არ ენერვიულა ყველა საქმის კურსში იყო”, – განაცხადა ქოქიაშვილმა.

ვრცლად ნახეთ აქ

იტვირთბა....